სიახლეები
ხვამლის - წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის გადახურვის სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება
ხვამლის - წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის გადახურვის სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით, უახლოეს მომავალში დაიწყება- ხვალმის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ტაძრის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწებამდე ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტის – მეუფე სტეფანეს ლოცვა-კურთხევით უახლოეს დღეებში მოხდება ქარისგან დაზიანებული ტაძრის დროებითი გადახურვა, აგრეთვე განხორციელდა ტაძარში არსებული სიწმინდეების დაცვის მიზნით მათი შეფუთვა.
გადახურვისთვის საჭირო სამშენებლო მასალები შემოწირულობის სახით ტაძარს ადგილობრივმა ლეჩხუმელებმა: გუჯა ნემსწვერიძემ, ბექა ნემსწვერიძემ, დათო ბენდელიანმა და შოთა ნუცუბიძემ გადასცეს.
სოფლის ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სამშენებლო მასალების ატანაში და ადგილზე დასაწყობებაში მონაწილეობა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.
უამრავი ვიზიტორი და მომლოცველი სტუმრობს- ლეგენდარულ ხვამლის მთას, რომელიც ისტორიულ განძთსაცავს, მრავალ მითს და იდუმალებას ინახავს. ჯერ კიდევ ბოლომდე შეუცნობელ ადგილს უდიდესი ძალა აქვს, ხვამლზე მოლოცვა იმედით, ძალით და წყალობით ავსებდა და ავსებს მორწმუნეებს ოდითგან.


