სიახლეები

ცაგერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, 5 წლიანი შესვენების შემდეგ, პირველად გაიმართა შემეცნებითი ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?“

ცაგერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, 5 წლიანი შესვენების შემდეგ, პირველად გაიმართა შემეცნებითი ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?“ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების უფროსკლასელთა მონაწილეობით.
(პროექტის ხელმძღვანელი: ,,რა? სად? როდის?" თამაშის სამგზის გამარჯვებული ,,მაყურებელი“ მარინა ხმელიძე).
ღონისძიების ორგანიზატორები გახლავთ სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულების მართვის ცენტრთან არსებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრთან და განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურთან ერთად.
პროექტის მხარდამჭერები -ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო.
შემეცნებითი ინტელექტუალური თამაში გაიმართა ორ ეტაპად.
პირველ ეტაპში მონაწილეობა მიიღეს: ლაილაშის, ალპანის, ღვირიშის, ლაცორიის, ლაჯანის, ბარდნალის, ორბელის, ლასურიაშის, ზუბის და ქვედა ცაგერის გუნდებმა.
საუკეთესო შედეგებით ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ: ქვედა ცაგერის, ლასურიაშის, ბარდნალის, ზუბის და ლაჯანის საჯარო სკოლები.
ფინალურ ტურში საუკეთესო შედეგი აჩვენა ლასურიაშის საჯარო სკოლამ.
თანაბარი ქულები მოაგროვეს ლაჯანის და ქვედა ცაგერის სკოლებმა.
საინტერესოდ იასპარეზა ზუბის საჯარო სკოლამ.
ინტელექტუალური თამაშის წამყვანი გახლდათ ბესარიონ ჩანქსელიანი.
ჟიურის გადაწყვეტილებით ფინალური ეტაპის ყველა მონაწილე გუნდი დაჯილდოვდა მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს უფასო ექსკურსიით ,,ზანდურის სახლიდან“ - ,,ქორენიშულ ვერანდამდე“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი სილაგაძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გიორგი კვირიკაშვილი

სიახლეები