სიახლეები
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
რაც გვეამაყება და გვაერთიანებს
26 მაისი
ეს დღე ჩვენია
26 მაისს დილიდან დაიწყო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქალაქ ცაგერში.
ლადო ასათიანის სახელობის სკვერში და სკვერის მიმდებარედ შედგა სხვადასხვა სპორტული ასპარეზობები,მათ შორის: მასობრივი გარბენი, აბსოლუტური პირველობა მკლავჭიდსა და სიმძიმეების აწევაში,ბლიც-ტურნირი ჭადრაკში,შეჯიბრებები შაშში, ბაგირის გადაწევაში.
გამარჯვებულები დააჯილდოვეს ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა.
კულტურის ცენტრის დარბაზში მოეწყო ცაგერის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.
საზეიმო დღე კულტურის ცენტრში გამართული კონცერტით დასრულდა,რომელშიც კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ მონაწილეობას.
საზეიმო ღონისძიებები ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით, განათლების,კულტურის და სპორტის სამსახურის, კულტურის ცენტრის, სასპორტო სკოლის, ახალგაზრდული ცენტრის ჩართულობით მოეწყო.ცაგერის ცენტრში გაიმარტა მასობრივი კულტურული და სპორტული ღონისძიებები.
სახალხო ზეიმს ლეჩხუმში ბევრი ადამიანი დაესწრო,მათ შორის: რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, მოადგილეები-მამუკა ხიმშიაშვილი, რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეები-მარიკა კოპალიანი,გიორგი გუგავა, განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.
კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!


