სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, სამუშაო თათბირი გამარა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირს ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, მერის მოადგილეები მამუკა ხიმშიაშვილი, რევაზ ახვლედიანი, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
განიხილეს მერიის სამსახურებში არსებული მდგომარეობა, სხვადასხვა სფეროებში დაგეგმილი და განსახორციელებელი აქტივობები.
მოისმინეს ინფორმაცია გაწეული სამუშაოების შესახებ. იმსჯელეს სხვადასხვა სახის გამოწვევებზე.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხარისხზე, ვადებსა და მონიტორინგზე.
სამსახურების უფროსებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებისგან კონკრეტული დავალებები მიიღეს, დაისახა მომავალ კვირაში განსახორციელებელი აქტივობები.

სიახლეები