სიახლეები
ცაგერის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა ღვაწლმოსილ პედაგოგთან და მეცნიერთან დავით კოპალიანთან
ცაგერის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა ღვაწლმოსილ პედაგოგთან და მეცნიერთან დავით კოპალიანთან.
დავით კოპალიანი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, როგორც ისტორიის გამორჩეულ მკვლევარი, მრავალი წიგნის და ათეულობით ნაშრომის ავტორი.იგი გახლავთ ფაზისის აკადემიის დოცენტი, მწერალთა კავშირის წევრი, საპატიო ლეჩხუმელი.
ღონისძიება გახსნა მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორმა ბელა საღინაძემ. დამსახურებულ ადამიანს მიესალმნენ ბიბლიოთეკის ნორჩი მკითხველები.
ბატონმა დავითმა წაიკითხა საინტერესო ლექცია თემაზე-ლეჩხუმის ისტორიული წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ.
საუბრის ბოლოს შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის, დისკუსიის რეჟიმში. მომხსენებელმა საინტერსო პასუხები გასცა დარბაზიდან დასმულ არაერთ შეკითხვას.
შეხვედრას ესწრებოდნენ: რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, მოადგილეები-მამუკა ხიმშიაშვილი, რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილები-მარიკა კოპალიანი,გიორგი გუგავა, საკრებულო ფრაქციის თავმჯდომრე ონისე ჩაკვეტაძე, განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.


