სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა და
ტყის აღრიცხვის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი სისვაძემ ცაგერის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ აქტივობებზე ისაუბრეს.
ცაგერის სატყეო უბანში 50 827 ჰა ფართობზე ტყის აღრიცხვის (ინვენტარიზაციის) საველე სამუშაოები დაიწყება 2024 წელს ივნისის თვეში და დასრულდება მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, რომლის შემდეგ შემუშავდება ტყის მართვის გეგმა მომავალი 10 წლიანი პერიოდისთვის, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა სატყეო სამეურნეო ღონისძიება, მათ შორის, სანიტარიული ჭრები და ტყის აღდგენის ღონისძიებები. ასევე, დაპროექტებული იქნება ყოველწლიურად განსახორციელებელი სამეურნეო და ტყის მოვლითი ჭრები.
საველე სამუშაოების დაწყებამდე, განხორციელდა აერო-ფოტო სურათების დამუშავება, დეშიფრირება, ტყით დაფარული ფართობების საზღვრის კონტურების დადგენა.
პროექტი ხორციელდება სახელმწიფო და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე-ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები- მამუკა ხიმშიაშვილი, რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეები-მარიკა კოპალიანი, გიორგი გუგავა, მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში.

სიახლეები