სიახლეები

ცაგერის საჯარო სკოლაში საბავშვო ღონისძიება გაიმართა

ცაგერის საჯარო სკოლაში საბავშვო ღონისძიება გაიმართა.
ცაგერის საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგმა იზა ხეცურიანმა, ცაგერის საჯარო სკოლის დირექციის მხარდაჭერით, წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.
ღონიძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის პირველი და მეორე საფეხურის მოსწავლეები, რომლებმაც წარმოგვიდგინეს საინტერესო მუსიკალურ-ლიტერატურული შემეცნებითი კომპოზიცია ,,ტფილისიდან თბილისამდე".
პოეზია,მუსიკალური, ლიტერატურული, ქორეოგრაფიული ნომრები ერთმანეთს ენაცვლებოდა და მაყურებელისთვის ძალზედ შთამბეჭდავი წარმოდგენა შედგა.
ქორეოგრაფიულ ნომრებზე მუშაობდა ცაგერის კულტურის ცენტრის დირექტორი დარეჯან საღინაძე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე-გიორგი გუგავა, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი ირაკლი სილაგაძე.

სიახლეები