სიახლეები
ცაგერის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიაში გაიმართა ღონისძიება ,,ბოლო ზარი-2024", რომელიც გიმნაზიის წლევანდელ კურსდამთავრებულებს მიეძღვნა.
ცაგერის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიაში გაიმართა ღონისძიება ,,ბოლო ზარი-2024", რომელიც გიმნაზიის წლევანდელ კურსდამთავრებულებს მიეძღვნა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გიმნაზიის მოსწავლეები და პედაგოგები, შესრულდა არაერთი მუსიკალური, ქორეოგრაფიული და იუმორისტული ნომერი.
კურსდამთავრებულებს გზა დაულოცეს ჭყონდიდის, ცაგერის და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ, მშობლებმა, პედაგოგებმა, სტუმრებმა.
ღონისძიებას ლეჩხუმის საზოგადოებასთან, ახალგაზრდებთან ერთად ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გუგავა, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი ირაკლი სილაგაძე.