სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ აღვში მიმდინარეობს
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ აღვში მიმდინარეობს საავტომობილო გზის რკინა-ბეტონით მოწყობის სამუშაოები.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 1 279 733 ლარი.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
შესრულებული სამუშაოები დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ სოფელ აღვში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ხორციელდება ორი უბნის გზის სარემონტო სამუშაოები, პროექტი ითვალისწინებს გზის დახრეშვას კლდოვანი ღორღით.
პროექტით განსახორციელებელი სამუშაოები ივნისის ბოლოს უნდა დასრულდეს.