სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური თათბირი
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა გეგმიური თათბირი გამართა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან ერთად თათბირს კომისიის თავმჯდომარეებიც ესწრებოდნენ.
თათბირზე გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები შეაჯამეს და მიმდინარე კვირის აქტივობები დაგეგმეს.
საკრებულოს თავმჯდომარემ, მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესახებ, პრობლემებსა და გამოწვევებზე დეტალური ინფორმაცია თავმჯდომარის მოადგილეებისგან მიიღო.
უწყების ხელმძღვანელმა, რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული დავალებები გასცა.