სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2024 წლის 18 ივნისს საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა.

სხდომას ხელმძღვანელობდა საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი.

ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება შემდეგი სამართლებრივი  აქტების პროექტების განხილვის პროცედურების დაწყების, ამ პროექტების კომისიებში განხილვისა და მათი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ.

  • ,,2024 წელს დამტკიცებულ მუნიციპალიტეტების მიერ 2020-2022 წლებში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში.“

პროექტი გადაეწერა საკრებულოში არსებულ ყველა კომისიას ცნობისთვის.

  • ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2024 წლის პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ.“
  • ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - სოფელ ორბელში მდებარე ორბელის საჯარო სკოლის შენობის (ს.კ. 89.04.25.331) პირდაპირი განკარგვის წესით-სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო ,,უზუფრუქტი“) სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლისთვის (ს/ნ 242576226) გადაცემის შესახებ.“

პროექტი განსახილველად გადაეცა ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 20 ივნისს 11:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

  • ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპორტული ობიექტების მოვლა-პატრონობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ.“

პროექტი მოსამზადებლად გადაეცა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა .კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 24 ივნისს 12:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

  • ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის 2024 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.“

პროექტი მოსამზადებლად გადაეცა საკრებულოს აპარატს.

ბიურო მორიგ სხდომაზე მოისმენს აღნიშნული სამართლებრივი აქტების პროექტების შესახებ კომისიის დასკვნებს და წინადადებებს. ბიუროს მორიგი სხდომა ჩატარდება 2024 წლის 26 ივნისს საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

საკრებულოს დღის წესრიგის პროექტში შეტანილი საკითხები განიხილება და დამტკიცდება საკრებულოს მორიგ სხდომაზე 2024 წლის 26 ივნისს.

 

სიახლეები