სიახლეები
ზუბის საბავშვო ბაღში
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი, მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის წარმომადგენელთან ლანა ლეთოდიანთან ერთად ზუბის საბავშვო ბაღში წინასაახალწლო ზეიმს დაესწრო და პატარებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
,,სრულიად საქართველოს პატარებს ვულოცავ 2026 წლის მობრძანებას, ვუსურვებ ჯანმრთელობას, სიხარულს, სიკეთეს და ოცნებების ასრულებას“- აღნიშნა მარიკა კოპალიანმა.
ღონისძიებას ასევე, ა(ა)იპ ,,სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო ცენტრის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა ბურჯალიანმა პატარები ტკბილეულითა და საბავშვო წიგნებით დაასაჩუქრა.


