სიახლეები

ლაჯანის საბავშვო ბაღში

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი, მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის წარმომადგენელთან ლანა ლეთოდიანთან ერთად ლაჯანის საბავშვო ბაღში წინასაახალწლო ზეიმს დაესწრო და პატარებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

,,დამდეგ შობა- ახალ წელს ვულოცავ ბაღის აღსაზრდელებს, ვუსურვებ მშვიდობას, სიხარულს და უღრუბლო ზეცას. პატარებო, თქვენ იმედი ხართ, ჩვენი ხვალინდელი დღისა. ქრისტეშობის მადლი გფარავდეთ“- აღნიშნა მარიკა კოპალიანმა.

ღონისძიებას ასევე, ა(ა)იპ ,,სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო ცენტრის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა ბურჯალიანმა პატარები ტკბილეულითა და საბავშვო წიგნებით დაასაჩუქრა.

სიახლეები