სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში 25 ივლისს შედგა საინფორმაციო შინაარსის შეხვედრა
↪️ცაგერის მუნიციპალიტეტში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით 25 ივლისს შედგა საინფორმაციო შინაარსის შეხვედრა პროექტის „არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე“ ფარგლებში.
✔️შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს მიეღოთ ინფორმაცია პროექტის მიზნებისა და ამოცანების, ასევე პროექტის ფარგლებში მათ მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ღონიძიებების შესახებ.
✔️პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და მას ახორციელებენ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო; სითი ინსტიტუტი საქართველო; სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ და საზოგადოებრივი დამცველი.
✔️პროექტის მიმდინარეობა ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებით და მათი ჩართულობის ხელშეწყობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
✔️პროექტი ხორციელდება საქართველოს 4 რეგიონში (მცხეთა–მთიანეთი; იმერეთი; რაჭა–ლეჩხუმი და სამცხე–ჯავახეთი). გარდა სამიზნე რეგიონებისა, დაგეგმილია საინფორმაციო შინაარსის შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით.


