სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში მახურა-ისუნდერის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სოფელ მახურასა და ისუნდერში საავტომობილო გზაზე რკინა-ბეტონის საფარი ეწყობა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 550 800 ლარია.
სამუშაოებს შ.პ.ს. ,,ა მ ჯ ი ჯგუფი“ აწარმოებს.
ინფრასტრუქტურული პროექტი გარდამავალია და 2025 წლის აგვისტოში დასრულდება.
მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ თამაზ ჭაბუკიანმა, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო-’’ს თავმჯდომარემ ონისე ჩაკვეტაძემ და საკრებულოს წევრმა მამუკა მამარდაშვილმა.
სამუშაოებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანსებს.