სიახლეები
ცაგერის კულტურის ცენტრში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება შედგა
ცაგერის კულტურის ცენტრში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება შედგა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის, ა/ა/იპ ,,ქალთა, ბავშვთა უფლებების და გენდერული თანასწორობის ცენტრის ორგანიზებით( ხელმძღვანელი მარინე სვანიძე), ცაგერის კულტურის ცენტრში, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გამართა.
მოეწყო ახალი მუსიკალური სტუდიის "თბილი სახლის" პრეზენტაცია, (ხელმძღვანელი იზა ხეცურიანი).
ბავშვებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ახალი და თანამედროვე ქართული საბავშვო სიმღერები, რომელიც ძირითადად ცნობილ კომპოზიტორს, პედაგოგს და პოეტს ნუკრი კარკაძეს ეკუთვნის. ასევე, შეასრულეს სიმღერები ქართული ფილმებიდან და მულტფილმებიდან.
აღნიშნული ა/ა/იპი რამდენიმე თვეა ახორციელებს სოციალურ პროექტს- გერმანული ენის უფასო სწავლებას, რის შემდეგაც გაჩნდა იდეა, შექმნილიყო ბავშვთა სტუდია, სადაც, სრულიად უანგაროდ, გაერთიანებული არიან ბავშვები ცაგერიდან და ლეჩხუმის სხვადასხვა სოფლებიდან.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კომპოზიტორი ნუკრი კარკაძე, ხონის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი ედუარდ გეგუჩაძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე-მარიკა კოპალიანი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.
ყველა ბავშვს ვულოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!


