სიახლეები
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ცაგერის მუნიციპალიტეტში გაიმართა ანიმატორთა შოუ
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ცაგერის მუნიციპალიტეტში, მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით, განათლების კულტურის და სპორტის სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა ანიმატორთა შოუ.
პატარებს საინტერესო სანახაობა წარმოუდგინეს ზღაპრის გმირებმა, გასართობი ღონისძიება ბავშვების უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა.
დილიდან მხიარულება და ჟრიამული სუფევდა ცაგერის მრავალპროფილიანი სპორტული კომპლექსის დარბაზში, შუადღისას კი ანიმატორთა შოუმ სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლის დარბაზში გადაინაცვლა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.
ვულოცავთ თითოეულ ბავშვს დღევანდელ დღეს!


