სიახლეები
ავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საზეიმოდ მორთულ მოსწავლეთა სახლში, ამავე სახლის აღსაზრდელთა მონაწილეობით შთამბეჭდავი კონცერტი გაიმართა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საზეიმოდ მორთულ მოსწავლეთა სახლში, ამავე სახლის აღსაზრდელთა მონაწილეობით შთამბეჭდავი კონცერტი გაიმართა სლოგანით ,,ღმერთო,ულხინე ყველა ბავშვს ქვეყანაზე!"
ღონისძიების ორგანიზატორები გახლდნენ: სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის ცენტრის დირექტორი მარინა ბურჯალიანი, მოადგილე ლელა ლომთაძე და მოსწავლეთა სახლის დირექტორი ციური ახვლედიანი.
კონცერტი გახსნა ცაგერის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეთა ექვსეულმა კობა ჭუმბურიძის ლექსით ,,ერთად მოვეფეროთ, ქართველებო!"
ღონისძიება მიჰყავდათ ნორჩ დეკლამატორებს ანა-მარია სილაგაძეს და რუსკა ბელთაძეს.
სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა და მაყურებლის მხურვალე მოწონებას იმსახურებდა გოგონათა ანსამბლის, ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლის-,,ახალი თაობის", ქორეოგრაფიული წრისა და ხალხური საკრავების ანსამბლის მიერ პროფესიონალურად მომზადებული ნომრები (პედაგოგები:რუსუდან ყურაშვილი, მზია ცხადაია, თემურ ჩანქსელიანი, სპარტაკ კვირკაშვილი, მარინა ხმელიძე).
საბავშვო ზეიმს ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი და განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირკაშვილი.
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მშვენიერ გოგო-ბიჭებს!


