სიახლეები
ქალაქ ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის
ქალაქ ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის.
ასპარეზობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონების, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის ჭაბუკ მოჭიდავეებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ცაგერის კომპლექსური სასპორტო სკოლის გუნდმა ,,თაკვერი"(სკოლის დირექტორი კობა ქომეთიანი, მწვრთნელები-მალხაზ მახარობლიძე, თორნიკე ბურჯალიანი).
ჩვენმა გუნდმა წარმატებით იასპარეზა და მოიპოვა მეორე და მესამე ადგილი.
ვერცხლის პრიზიორი გახდა ანდრია ურთმელიძე.
ბრინჯაოს მედალი წილად ხვდა დავით ჩიკვაიძეს.
წარმატებებს ვუსურვებთ ნორჩ მოჭიდავეებს!


