სიახლეები

აგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალისთავსა და ლუხვანოში მიმდინარეობს ხელოვნურსაფარიანი მოედნების მოწყობის სამუშაოები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალისთავსა და ლუხვანოში მიმდინარეობს ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი.
ორივე პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შედგენს 135 663 ლარს.
სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს.
სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მუნიციპალიტეტის სოფლებში ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

სიახლეები