სიახლეები

ცაგერის N 2 საბავშვო ბაღში გამოშვების ზეიმი შედგა

ცაგერის N 2 საბავშვო ბაღში გამოშვების ზეიმი შედგა.
მშობლებს, პატარებს, მიწვეულ სტუმრებს ,დამსწრე საზოგადოებას მუსიკალური, ლიტერატურული და ქორეოგრაფიული ნომრები წარუდგინეს ბაღის აღსაზრდელებმა.
პატარებს სკოლისკენ გზა დაულოცეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გუგავამ, სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა ბურჯალიანმა, ბაღის გამგემ ლელა კვირიკაშვილმა.
ლამაზი ღონისძიების მოწყობაში მონაწილეობდნენ ჯგუფის პედაგოგ-აღმზრდელები მანანა ყურაშვილი, თამუნა სვანიძე, ზეკა ჩაკვეტაძე, მუსიკის პედაგოგი მზია ცხადაია.
ბედნიერ მომავალს ვუსურვებთ ჩვენს პატარებს!

სიახლეები