სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა
მიმდინარე წლის 26 ივნისს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა.
მიღებულ იქნა დადგენილება:
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე.
მიღებულ იქნა განკარგულებები:
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2024 წლის პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ.
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - სოფ. ორბელში მდებარე საჯარო სკოლის შენობის (ს.კ. 89.04.25.331) პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო უზუფრუქტი) სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლისთვის (ს/ნ 242576226) გადაცემაზე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის 2024 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპორტული ობიექტების მოვლა-პატრონობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ.
-
მუნიციპალიტეტების მიერ 2020-2022 წლებში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში.


