სიახლეები
6-9 ივნისს ქალაქ ცაგერში, მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში ჩატარდა საქართველოს 2024 წლის ასაკობრივი ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის თამაშები ფრენბურთში 2009-2010 წელს დაბადებულ როგორც ვაჟთა, ასევე, გოგონათა გუნდებს შორის
6-9 ივნისს ქალაქ ცაგერში, მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში, საქართველოს ფრენბურთის
ეროვნული ფედერაციის, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის და ფრენბურთის კლუბი ,,ცაგერის"( ხელმძღვანელი გია სილაგაძე) ორგანიზებით, ჩატარდა საქართველოს 2024 წლის ასაკობრივი ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის თამაშები ფრენბურთში 2009-2010 წელს დაბადებულ როგორც ვაჟთა, ასევე, გოგონათა გუნდებს შორის.
ჩემპიონატი გაიმართა საქართველოს სხვადასხვა
ქალაქებში,სადაც მონაწილეობდა გოგონათა-32 და ვაჟთა- 12 გუნდი.
ცაგერში მონაწილეობა მიიღო წყალტუბოს, ხონის, ამბროლაურისა და ცაგერის გოგონათა გუნდებმა, ქუთაისის, ბათუმის, მარტვილის და ცაგერის ვაჟთა გუნდებმა.
ჯგუფური ეტაპის შეხვედრების შედეგად ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
გოგონათა ჯგუფში:
1.ცაგერი 2.ხონი 3. წყალტუბო4.ამბროლაური
ვაჟების ჯგუფში:1. ქუთაისი2. ბათუმი 3.ცაგერი 4. მარტვილი.
სპორტულ ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.
ვულოცავთ ფრენბურთელებს გამარჯვებას და მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ!


