სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა შედგა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა შედგა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, პირველ მოადგილესთან, მამუკა ხიმშიაშვილთან და მოადგილესთან, რევაზ ახვლედიანთან ერთად, კონტრაქტორი კომპანიის შ.პ.ს. ,,ჯეოექსპერტის" წარმომადგენლებს (ტექნიკური ზედამხედველობა) შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის და იმ კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ცაგერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ, აგრეთვე, მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში.
კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა ინფორმაცია წარმოადგინეს მათ მიერ შესრულებულ და შესასრულებელ სამუშაოებზე, დეტალურად განიხილეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე არსებული მდგომარეობა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს პროექტების განხორციელების ვადების და ხარისხის მონიტორინგზე.

სიახლეები