სიახლეები

დღეს ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ განასაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს სასურსათო ნობათი და ტკბილეული გადაეცათ

დღეს ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ განასაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს სასურსათო ნობათი და ტკბილეული გადაეცათ.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი დავით ჩაკვეტაძე ადგილზე ეწვივნენ ამ ოჯახებს, გაეცნენ მათ მდგომარეობას, საჭიროებებს.
სასაჩუქრე პაკეტი 20-მა ბენეფიციარმა მიიღო.
მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების, განსაკუთრებით, ბავშვების თანადგომა და მხარდაჭერაა.
14 ივნისს საქართველოში შ.შ.მ პირთა დაცვის დღე აღინიშნება.

სიახლეები