სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, სამუშაო თათბირი გამართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირს ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, მერის მოადგილეები მამუკა ხიმშიაშვილი, რევაზ ახვლედიანი, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
თათბირი დაიწყო 16 ივნისს ცაგერის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის შედეგების განხილვით.სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისია მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლის პროცესშია.
თათბირზე განიხილეს მერიის სამსახურებში არსებული მდგომარეობა, სხვადასხვა სფეროებში დაგეგმილი და განსახორციელებელი აქტივობები.
მოისმინეს ინფორმაცია გაწეული სამუშაოების შესახებ. განიხილეს ინფრასტრუქტურული, სოციალური და კულტურული პროექტები, იმსჯელეს სხვადასხვა სახის გამოწვევებზე.
სამსახურების უფროსებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებისგან კონკრეტული დავალებები მიიღეს, დაისახა მომავალ კვირაში განსახორციელებელი აქტივობები.

სიახლეები