სიახლეები
“ხვამლობა 2024”
ხვამლობა 2024”
22 ივნისს, შაბათს, ცაგერის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ხვამლის მთაზე გაიმართება რელიგიური-სახალხო დღესასწაული ,,ხვამლობა-2024".
ხვამლის მთაზე, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, დილიდან წირვას აღავლენს ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე.
14:00 საათიდან ხვამლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება ასპარეზობა ცხენოსნობაში (დოღი,იორღა დოღი).
ხვამლის მთის მრავალფეროვანი სანახაობა ელის მომლოცველებს და ვიზიტორებს.
გფარავდეთ, ხვამლის წმინდა გიორგის სალოცავი.


