სიახლეები

ცაგერის N 1 საბავშვო ბაღში გამოშვების ზეიმი შედგა

ცაგერის N 1საბავშვო ბაღში გამოშვების ზეიმი შედგა.
მშობლებს, ბავშვებს, მიწვეულ სტუმრებს ,დამსწრე საზოგადოებას მუსიკალური, ლიტერატურული და ქორეოგრაფიული ნომრები წარუდგინეს ბაღის აღსაზრდელებმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი, ქალაქ ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ზაზა ყურაშვილი, სკოლამდელის და სკოლის გარეშე დაწესებულებების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი მარინა ბურჯალიანი.
ღონისძიების მოწყობაში მონაწილეობდნენ: ჯგუფის პედაგოგ-აღმზრდელები ლია ლიპარტელიანი,მარინა ხმელიძე, ინგა გოცაძე, მუსიკის პედაგოგი რუსუდან კოპალიანი.
ბედნიერ მომავალს ვუსურვებთ ჩვენს პატარებს!

სიახლეები