სიახლეები

ქალაქ ცაგერში მიმდინარეობს ძველი სასაფლაოს შემოღობვის სამუშაოები

ქალაქ ცაგერში მიმდინარეობს ძველი სასაფლაოს შემოღობვის სამუშაოები.
სასაფლაოს ირგვლივ, მათ შორის, რუსთაველის და ჩიქოვანის ქუჩების მოსაზღვრედ, ეწყობა ქვის ღობე, რომელზედაც განთავსდება თუნუქის და ლითონის კონსტრუქცია.
მიმდინარე სამუშაოები ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა- მამუკა ხიმშიაშვილმა, რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა,მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფრა გელა მამარდაშვილმა დაათვალიერეს.
აღნიშნული პროექტის განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიმდებარე ქუჩების მოსახლეობისთვის.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება144 618 ლარია და მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს უნდა დასრულდეს

სიახლეები