სიახლეები
ცაგერის კულტურის ცენტრში დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი ,,ხალდე’’ შედგა.
ცაგერის კულტურის ცენტრში დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი ,,ხალდე’’ შედგა.(რეჟისორი გიორგი სიხარულიძე). სპექტაკლი მიეძღვნა სახელოვანი მეცნიერის, დამსახურებული მოღვაწის საპატიო ლეჩხუმელის ჯუმბერ კოპალიანის იუბილეს.
სპექტაკლის ბოლოს ჯუბერ კოპალიანი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, ისაუბრა თეატრის შესახებ და მადლობა გადაუხადა ლეჩხუმის საზოგადოებას გულთბილი დახვედრისათვის.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროეტის ფარგლებში, ჯუმერ კოპალიანზე უახლოეს პერიოდში გადაღებული იქნება დოკუმენტური ფილმი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკანიანი, საკრებულოს თავჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები.
სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა ლეჩხუმელი მაყურებლისგან


