სიახლეები

18 ივნისს, სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ.ჩხუტელის საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა

რწმუნებული პედაგოგებს რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ ესაუბრა და მათ, რეგიონში მიმდინარე უპრეცენდენტოდ მასშტაბური პროექტები და მათი განხორციელების მნიშვნელობა გააცნო.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. პედაგოგებმა მათ სოფელში არსებულ პრობლემებზე ღიად ისაუბრეს და მათი გადაჭრის გზებზე რწმუნებულთან ერთად იმსჯელეს.
მთავრობის განკარგულებით სოფ.ჩხუტელის საჯარო სკოლის რეაბილიტაციისათვის გამოყოფილია 151 720 ლარი. 
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სკოლის სრული რეაბილიტაცია. 
სამუშაოები სასწავლო პროცესის დაწყებამდე დასრულდება.

სიახლეები