სიახლეები
ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 27 კმ-იანი (კმ22-კმ49) მონაკვეთის რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი უახლოეს მომავალში დაიწყებს
ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 27 კმ-იანი (კმ22-კმ49) მონაკვეთის რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი უახლოეს მომავალში დაიწყებს.
გზის 27 კმ-იან მონაკვეთს ჩაუტარდება რეაბილიტაცია და დაიგება ასფალტის საფარი.
ტენდერი, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, უკვე დასრულებულია, გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია და მიმდინარეობს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის ეტაპი, რის შემდეგაც გაფორმდება ხელშეკრულება.


