სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერში ,,კულაშის უბანში" და სოფელ ჩხუტელში, კლდისძირის უბანში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერში ,,კულაშის უბანში" და სოფელ ჩხუტელში, კლდისძირის უბანში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
გზებზე მოეწყო პროექტით გათვალისწინებული რკინა-ბეტონის საფარი, საყრდენი კედლები, ხიდ-ბოგირი, სანიაღვრე არხები.
დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების და კოორდინირების სამსახურის უფროსმა ლევან ცხვედიანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა.
ქვედა ცაგერში პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 737 998 ლარი, ხოლო სოფელ ჩხუტელში 377 173 ლარი.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

სიახლეები