სიახლეები

ცაგერში, ლადო ასათიანის სახელობის სკვერში, საზეიმოდ გაიხსნა პროექტი ,,ლექსი კედელზე’’

ცაგერში, ლადო ასათიანის სახელობის სკვერში, საზეიმოდ გაიხსნა პროექტი ,,ლექსი კედელზე’’, (პროექტის ავტორი შალვა კამლაძე), რომელის ფარგლებში ლეჩხუმს საჩუქრად გადმოეცა უანგარო მეცენატის, ქალბატონ მირანდა ხეცურიანის სპონსორობით დამზადებული, ნაადრევად გარდაცვლილი სახელოვანი ადამიანის, ინტელიგენტის, პედაგოგის, პოეტის- ენდი ნემსწვერიძის ლექსის კალიგრაფი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: მუნიციპალიტეტის მერიის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი, პოეტის მეგობრები და ახლობლები, რომლებმაც თბილი სიტყვებით გაიხსენეს საყვარელი ადამიანი. სამადლობელი სიტვით გამოვიდა მეუღლე-მადონა ჯაიანი.
ლექსის ექსპონანტმა ,,გუჯას მუზეუმში’’ დაიდო ბინა.

სიახლეები