სიახლეები

24-26 ივნისს ცაგერის ისტორიულ მუზეუმში (ხელმძღვანელი ნატო ზაქარიაძე) ჩატარდა რეგიონული კონფერენცია ,,მთიანი კოლხეთის ისტორიული წარსულიდან“

24-26 ივნისს ცაგერის ისტორიულ მუზეუმში (ხელმძღვანელი ნატო ზაქარიაძე) ჩატარდა რეგიონული კონფერენცია ,,მთიანი
კოლხეთის ისტორიული წარსულიდან“.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ სპიკერები თბილისიდან, ქუთაისიდან, ონიდან, ლენტეხიდან და ლეჩხუმიდან.
მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესო იყო თემები და მსჯელობა ამ თემების ირგვლივ:
ფეოდალური ლეჩხუმის და საქართველოს ისტორიული სურათები,უძველესი ძეგლები და ლითონის სადნობი სახელოსნოები, მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრება და ცაგერის საეპისკოპოსო IX- XIX საუკუნეებში, მუზეუმის არქივის შექმნა და გაციფრება, ხვამლზე აღმოჩენილი უნიკალური სამარხები თუ ნასახლარი, კვალი ლურსმნულ ტექსტებში, სვანური ეთნოსი და ბავშვის აღზრდის წესები ძველ სვანეთში, რუსი და აფხაზი მეცნიერების პოლიტიკურად იდეოლოგიზირებული კვლევების ტენდეციები, ამბროსი ხელაიას
რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობა და ცხეთის წმინდა გიორგის სამრეკლო ზარის აღმოჩენა რაჭის ერთ-ერთ სკოლაში.
ბევრ დამსწრესა და მსმენელთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩვენი დროის გამოჩენილი ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე(გიორგი ახვლედიანი), ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეები-მარიკა კოპალიანი, გიორგი გუგავა.

სიახლეები