სიახლეები
ცაგერის სამუსიკო სკოლაში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა
ცაგერის სამუსიკო სკოლაში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაში სკოლის აღსაზრდელები და გამოსაშვები კლასის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.
ფორტეპიანოსთან არაერთი უდიდესი კომპოზიტორის მიერ შექმნილი ნაწარმოებები შეასრულეს ბავშვებმა, მათ პედაგოგებთან ერთად.
სკოლას ღვაწლმოსილი მუსიკოსი, ლეჩხუმელების პატივსაცემი და საყვარელი ქალბატონი რუსუდან ყურაშვილი ხელმძღვანელობს.
მას პედაგოგთა ძლიერი და კვალიფიციური გუნდი უდგას გვერდით დიდ საქმეში-მომავალ თაობებს შეასწავლონ და შეაყვარონ მაღალო დონის, გემოვნებიანი მუსიკა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.
წარმატებებს ვუსურვებთ დიდი ტრადიციების მქონე ცაგერის სამუსიკო სკოლას!


