სიახლეები
ა/ა/იპ „ქალთა, ბავშვთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის“ ცენტრი 6 თვეა გერმანული ენის სწავლების უფასო სოციალურ პროექტს ახორციელებს
ა/ა/იპ „ქალთა, ბავშვთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის“ ცენტრი 6 თვეა გერმანული ენის სწავლების უფასო სოციალურ პროექტს ახორციელებს, რომელსაც სრულიად უანგაროდ ლეჩხუმის განათლების სახლის დამფუძნებელი და ცენტრის სპეციალისტი, ღვაწლმოსილი პედაგოგი იზოლდა ხვადაგიანი უძღვება.
გერმანულ ენას ცენტრში ოთხი ბავშვი(სოციალური საჭიროების მქონე) ეუფლება. აქედან სამი დეხვირის საჯარო , ერთი კი ნასპერის საჯარო სკოლის მოსწავლეა.
28 ივნისს პროექტის ხელმძღვანელმა იზო ხვადაგიანმა შემაჯამებელი გაკვეთილი წარმოადგინა. მოსწავლეებმა 6 თვის მანძილზე შესწავლილი მასალა მშობლებსა და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს და გერმანულ ენაზე ლექსები წაიკითხეს.
შემაჯამებელ მეცადინეობას ცაგერის მუნიციპალიტეტის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი სილაგაძე, მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი გოგი კვირიკაშვილი, სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებების ცენტრის ხელმძღვანელი მარინე ბურჯალიანი, ა/აიპ“ქალთა, ბავშვთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის“ ცენტრის ხელმძღვანელი მარინე სვანიძე, დეხვირის საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა ხეცურიანი, პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.
გერმანული ენის უფასო სწავლება 1 ოქტომბრიდან განახლდება და სხვა ახალი მსურველებითაც შეივსება.


