სიახლეები
ნეირობალანსირების ცენტრი 2023-ის ორგანიზებით მშობლებისთვის ტრენინგი ჩატარდა
ნეირობალანსირების ცენტრი 2023-ის ორგანიზებით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით, ააიპ საბავშვო ბაღის აღმზრდელებისთვის და მშობლებისთვის ტრენინგი ჩატარდა.
პროექტი- მშობლების გაძლიერება ითვალისწინებს მშობლების ფსიქო-ემოციური დონის დასტაბილიზებას და ბავშვის განვითარების ყველა ეტაპის გავლას.
ნეირობალანსირების ცენტრი შეიქმნა ბავშვებისთვის, მოზარდებისთვისა და მშობლებისთვის, საჭირო და აუცილებელი თერაპიების სრულფასოვანი კომფორტული პროფესიონალური და ინოვაციური მიდგომებითა და სერვისებით.
ნეირობალანსირების ცენტრი მომხმარებელს სთავაზობს რეაბილიტაცია-აბილიტაციის და ადრეული განვითარების პროგრამას, ქცევით თერაპიას, მეტყველების თერაპიას, არტ-თერაპიას, მუს-თერაპიას, ოკუპაციურ თერაპიას, კვებით თერაპიას, სენსორულ თერაპიას, ასევე ინოვაციურ პროგრამებს: მშობელთა გაძლიერების საათებს, რომელიც მოიცავს ფსიქოთერაპიასა და მშობლების, როგორც თავიანთი შვილების განვითარების ექსპერტებად ჩამოყალიბებას.
პროექტის საშუალებით მშობლები და ბაღის პერსონალი შეძლებენ გაიგონ ბავშვის განვითარების ეტაპები, ასევე საშუალებას მისცემს მშობლებს და აღმზრდელებს გადაჭრან უამრავი პრობლემა ბაღისა და სახლის სივრცეში, მშობლისა და ბაღის პერსონალის ჯანსაღი მიდგომა გაუმარტივებთ ბავშვებს ადაპტაციასა და განვითარების პროცესს შეუწყობს ხელს.
ტრენინგს ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი და სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი მარინა ბურჯალიანი.


