სიახლეები

ქალაქ ცაგერში მასობრივი გარბენი მოეწყო

საერთაშორისო ოლიმპიური კვირეულის ფარგლებში ქალაქ ცაგერში მოეწყო მასობრივი გარბენი. რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უფროსი და უმცროსი ასაკის მოზარდებმა.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური, მხარდამჭერები: ახალგაზრდობის ცენტრი, კომპლექსური სპორტული სკოლა, ფრენბურთის და ფეხბურთის კლუბები. 
ღონისძიების მონაწილეებს გადაეცათ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სერთიფიკატები და მაისური ოლიმპიური სიმბოლიკით.
მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, განსაკუთრებით, თეო ომანაძეს მხარდაჭერისათვის.
ოლიმპიური კვირეული ცაგერში გრძელდება.

სიახლეები