სიახლეები
საქართველოს ეროვნული ფედერაციის ,,სპორტი ყველასთვის’’ ორგანიზებით და ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით მურის ციხეთა ბილიკებზე გაიმართა ექსტრემალური ტურნირი კიბეზე არბენაში
საქართველოს ეროვნული ფედერაციის ,,სპორტი ყველასთვის’’ ორგანიზებით და ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, 30 ივნისს, ცაგერში, მურის ციხეთა ბილიკებზე გაიმართა ექსტრემალური ტურნირი კიბეზე არბენაში.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 18- დან 80 წლამდე ასაკის 40- მდე მორბენალმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
სამ კილომეტრიან დისტანციაზე პროფესიონალმა და მოყვარულმა მორბენალებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მამაკაცთა შორის უფროს ასაკობრივ ჯგუფში დამსახურებულად გაიმარჯვა ისტორიკოსმა, ჟურნალისტმა, პოლიტოლოგმა, მსოფლიო ჩემპიონმა ზამთრის ცურვაში, 77 წლის ჰენრი კუპრაშვილმა.
გამარჯვებული სამეული ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით (მამაკაცები, ქალები) დაჯილდოვდნენ სპეციალური ფულადი პრიზებით.
მადლიერებას გამოვხატავთ ღონისძიების ორგანიზატორის, მაია აზარაშვილის ( ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, ლეგენდარული მძლეოსანი სპრინტერი ოლიმპიური პრიზიორი, სპორტის დამსახურებული ოსტატი ) მიმართ, ესოდენ საინტერესო ღონისძიების მაღალორგანიზებულად ჩატარებისათვის.
ასევე, აღსანიშნავია მერიის, საკრებულოს, სპორტის სამსახური,ს კომპლექსური საპორტო სკოლის ჩართულობა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიას ფედერაციისგან სიმბოლურად მადლობის სიგელი გადაეცა.
ტურნირს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე გიორგი გუგავა, სოციალური დაცვის კომისიის თავმჯდომარე მაგდა ყურაშვილი.