სიახლეები

ცაგერის საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

ცაგერის საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
სკოლაში ეწყობა განახლებული სასწავლო სივრცეები, შენობაში განთავსდება სველი წერტილები, მოეწყობა კომპიუტერული ცენტრი, სამედიცინო მომსახურების სივრცე, კვების ბლოკი. შენობა იქნება თანამედროვე სტანდარტების, კომფორტული, სრულად ადაპტირებული შშმ პირებზე.
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
სამუშაოებს შ.პ.ს. ,,საბა კონსტრაქშენი“ აწარმოებს.
პროექტი მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს.
სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით ხორციელდება.

სიახლეები