სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს“ მორიგი სხდომა გაიმართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს“ მორიგი სხდომა გაიმართა, რომლის თავმჯდომარეა მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი.
სხდომაზე განიხილეს ცაგერის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
შშმ პირები და საზოგადოება./მომხსენებელი დავით ჩაკვეტაძე/.
შშმ პირთა სამედიცინო და სარეაბილიტაციო მომსახურეობაზე ხელმისაწვდომობა ცაგერის მუნიციპალიტეტში.
/მომხსენებელი მირანდა სილაგაძე/.
იგეგმება სხვადასხვა ღონისძიება მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ხელშეწყობისათვის.