სიახლეები
ეროვნული გამოცდები დაიწყო საქართველოში
ეროვნული გამოცდები დაიწყო საქართველოში.
დადგა ის დრო, როდესაც ჩვენმა ძვირფასმა ახალგაზრდებმა თავიანთი ცოდნის ღირსეული შეფასება უნდა დაიმსახურონ და ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყონ - სტუდენტობის უმნიშვნელოვანესი წლები.
ლეჩხუმელი პედაგოგები ყოველთვის საუკეთესოდ მომზადებულ ახალგაზრდებს გზავნიან ეროვნულ გამოცდებზე, ყოველთვის ამაყობდა ჩვენი კუთხე მათი შედეგებით.
ჩემო ახალგაზრდებო, თქვენ გელოდებათ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლები, სადაც შეიძენთ და გაიღრმავებთ ცოდნას, რათა ჩამოყალიბდეთ პროფესიონალებად, თქვენი იმედი აქვს ჩვენს ულამაზეს კუთხეს და სამშობლოს.
წარმატებებს და დიდ სიხარულს გისურვებთ თქვენი ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე!
პატივისცემით,
ლევან ზალკალიანი,
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი.