სიახლეები

სოფელ ორბელში შიდა სასოფლო გზის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

 

,,ლაშითავის უბანში" მიმდინარე სამუშაოები ითვალისწინებს  რკინა-ბეტონის საფარის მოწყობას საავტომობილო გზაზე.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 320 678 ლარია.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რეზო ხეცურიანმა, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ მამუკა ხაბულიანმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა ორბელის თემში გივი გოგებაშვილმა.

სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.

 

სიახლეები