სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2024 წლის 23 ივლისს საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა.
სხდომას ხელმძღვანელობდა საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი.
ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება შემდეგი სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვის პროცედურების დაწყების, ამ პროექტების კომისიებში განხილვისა და მათი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ.
-
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - სოფ. წიფერჩში მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის შენობის (ს.კ. 89.09.22.247) პირდაპირი განკარგვის წესით - სარგებლობის უფლებით(უსასყიდლო ,,უზუფრუქტი“) სსიპ ,,ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლისათვის’’ (ს/ნ 242576066) გადაცემის შესახებ.“
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონებების (სპეციალიზებული მანქანები) ა(ა)იპ ,,კომუნალურ მომსახურებაზე’’ ს/ნ 442569551 საკუთრებაში გადაცემის შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
პროექტები განსახილველად გადაეცა ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 30 ივლისს 11:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
ბიურო მორიგ სხდომაზე მოისმენს აღნიშნული სამართლებრივი აქტების პროექტების შესახებ კომისიის დასკვნებს და წინადადებებს. ბიუროს მორიგი სხდომა ჩატარდება 2024 წლის 31 ივლისს საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
საკრებულოს დღის წესრიგის პროექტში შეტანილი საკითხები განიხილება და დამტკიცდება საკრებულოს მორიგ სხდომაზე 2024 წლის 31 ივლისს.