სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა შედგა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა შედგა
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით დაიგეგმა სამუშაო შეხვედრა ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელ მეწარმეებსა და კონტრაქტორ კომპანიას შ.პ.ს. ,,ჯეოექსპერტის" წარმომადგენლებთან, აღნიშნული კომპანია მიმდინარე წელს ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს ცაგერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე-ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი- ლევან ზალკალიანი, მერის მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტებისა და კოორდინირების სამსახურის უფროსი- ლევან ცხვედიანი, მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში და მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები.
კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა ინფორმაცია წარმოადგინეს მათ მიერ შესრულებულ და შესასრულებელ სამუშაოებზე, დეტალურად განიხილეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე არსებული მდგომარეობა.
მხარის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს პროექტების განხორციელების ვადების და ხარისხის მონიტორინგზე.

სიახლეები