სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში მახურა-ისუნდერის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ცაგერის მუნიციპალიტეტში მახურა-ისუნდერის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტებისა და კოორდინირების სამსახურის უფროსმა ლევან ცხვედიანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, პირველმა მოადგილემ-მამუკა ხიმშიაშვილმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 550 799 ლარი.
ინფრასტრუქტურული პროექტი გარდამავალია და 2025 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

სიახლეები