სიახლეები
“აბასთუმნის ფილტვის ცენტრში" ბენეფიციართა მიღება შესაძლებელია ივლისის დასაწყისიდან
აბასთუმნის ფილტვის ცენტრში" ბენეფიციართა მიღება შესაძლებელია ივლისის დასაწყისიდან.
ფილტვის ქრონიკული დაავადებების რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში, "აბასთუმნის ფილტვის ცენტრში", სასუნთქი გზების ქრონიკული პათოლოგიის მქონე ბენეფიციარები 20 დღიანი მრავალპროფილური სტაციონალური სარეაბილიტაციო თერაპიის კურსის ჩატარების უფასო სახელმწიფო პროგრამით ისარგებლებენ:
მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები;
„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში“ რეგისტრირებული პირები;
( სარეიტინგო ქულა70 000-მდე)
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები;
სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში რეგისტრირებული ომისა და თავდაცვითი ძალების ვეტერანები;
სასუნთქი სისტემის დაავადებების განვითარების მაღალი რისკის მქონე პირები (საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის N 381 დადგენილების შესაბამისად).
ყველა სხვა მსურველისთვის, ასევე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირთათვის სარეაბილიტაციო პროგრამა ფასიანია.
სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსურველი ბენეფიციარის ჩვენებები:
ფილტვის ქრონიკული დაავადებები სუნთქვის უკმარისობის გარეშე;
ფილტვის ქრონიკული დაავადებები სუნთქვის უკმარისობის I-II;
სასუნთქი გზების მწვავე არასპეციფიკური დაავადებების გადატანის შემდგომი მდგომარეობა;
ბენეფიციარებმა სპეციალურ სამედიცინო კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
განცხადება კომისიის სახელზე.
სოციალური სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სისხლის საერთო ანალიზი.
გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევის დასკვნა.
სპირომეტრიის დასკვნა და რუქა.
ელექტროკარდიოგრამის დასკვნა.
სამედიცინო ცნობა-ფორმა100.
ელექტრონული მისამართი: abastumanilc@gmail.com
კომისია პოზიტიური გადაწყვეტილების შემთხვევაში იძლევა რეკომენდაციას სარეაბილიტაციო კურსის გავლის მიზანშეწონილობის შესახებ, რის შემდგომაც თანხმდება ცენტრში ჩამოსვლის თარიღი.
დამატებითი კითხვებით შეგიძლიათ მიმართოთ ტელეფონის ნომრებზე :
ცენტრის დირექტორი: რეზო ჟღენტი 591122177;
კომისიის მდივანი : ელენე ონიანი 595114808;
ასევე შეგიძლიათ მიმართოთ თქვენი უბნის ექიმს;
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს „ქართუ ჯგუფის" პროექტით, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით დაარსდა ამიერკავკასიაში პირველი, ფილტვის რეაბილიტაციისათვის განკუთვნილი „აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“, რომელიც ფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში.
„აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“ წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებას, რომელშიც მუშაობენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. დაწესებულება აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით. ცენტრში განთავსებულია 50 ორკაციანი სასტუმროს ტიპის ოთახი, შექმნილია ყველა პირობა სარეაბილიტაციო პროცესისათვის: ფიტნეს დარბაზი,მრავალფუნქციური ფიზიოთერაპიის, მასაჟის კაბინეტი, რენტგენი, ლაბორატორია. HACCP სტანდარტის კვების ბლოკი, ოთხჯერადი კვებით.


