სიახლეები
ცაგერის კულტურის ცენტრში სპექტაკლის პრემიერა შედგა
ცაგერის კულტურის ცენტრში სპექტაკლის პრემიერა შედგა.
9 ივლისს, კულტურის ცენტრის სცენაზე, ცაგერის საბავშვო მიუზიკლების თეატრი სპექტაკლით-,,ჭინჭრაქა" წარსდგა მაყურებლის წინაშე.
სპექტაკლის რეჟისორი გახლავთ კულტურის ცენტრის დირექტორი დარეჯან საღინაძე.
სპექტაკლში მონაწილეობდნენ ლეჩხუმელი ბავშვები, ახალგაზრდები, რომლებმაც დახვეწილი, არტისტული სანახაობა შესთავაზეს მაყურებელს და დიდი აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
ამ წარმატებაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ქალბატონ დარეჯან საღინაძეს, ამ თაობამ, როგორც მრავალმა წინა თაობამ შესანიშნავი ფინალით დააგვირგვინა რეჟისორის დაუღალავი შრომა.
პრემიერას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, მერის მოადგილეები-მამუკა ხიმშიაშვილი, რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები-მარიკა კოპალიანი, გიორგი გუგავა.


