სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფერჩში, რამდენიმე უბანში, მიმდინარეობს გზის შეკეთების სამუშაოები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფერჩში, რამდენიმე უბანში, მიმდინარეობს გზის შეკეთების სამუშაოები.
გზაზე ეწყობა ქვიშა-ხრეშოვანი საფარი, რკინა-ბეტონის ღარები, გაბიონები, ასევე, გზის დაცვის მიზნით-საყრდენი კედლები.
შესრულებულ სამუშაოებს გაეცნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკალიანი, პირველი მოადგილე-მამუკა ხიმშიაშვილი, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი, საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მამუკა ხაბულიანი.
პროექტის სახელშეკრულებო ღორებულებაა 262 628 ლარი.
პროექტის განსახორციელებელი თანხა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით რეგ.ფონდიდან გამოიყო.

სიახლეები